თავში

როგორია ჯილიან ანდერსონი მარგარეტ ტეტჩერის როლში?

​როგორია ჯილიან ანდერსონი მარგარეტ ტეტჩერის როლში?
როგორია ჯილიან ანდერსონი მარგარეტ ტეტჩერის როლში?

ინტერნეტში სერიალ "Crown-ის"მეოთხე სეზონის გადაღებიდან ახალი კადრები ვრცელდება. მოედანზე ჯილიან ანდერსონი დგას, რომელიც ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლს ასრულებს.

ფოტოებზე მსახიობს სახასიათო იმიჯი აქვს მორგებული. მას ისეთი პიჯაკი აცვია, როგორსაც ტეტჩერი ირჩევდა და ზუსტად ისეთივე მოცულობითი ვარცხნილობა აქვს, როგორსაც "რკინის ლედი" ატარებდა.

სერიალის მეოთხე სეზონი ტეტჩერის ეპოქას ასახავს 1979-დან 1990 წლებამდე. სერიალი პრემიერ-მინისტრისა და სამეფო ოჯახის ურთიერთობებზეა ფოკუსირებული. ახალ სერიებში მაყურებელი პრინცი ჩარლზის და ლედი დიანას ქორწილი გამოჩნდება და პატარა პრინც უილიამსაც იხილავს.

"Crown-ის"მეხუთე სეზონში ელისაბედ II-ის როლს იმელდა სტაუნტონი შეასრულებს.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system