"შეუსრულებელი მისია 7-ის" გადაღებები განახლდა

კინორეჟისორმა, ქრისტოფერ მაკქერიმ "შეუსრულებელი მისია 7-ის" გადაღებების განახლებასთან დაკავშირებით, Instagram-ზე ტომ კრუზის მონაწილეობით ერთ-ერთი სცენის შესრულების დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოში ნაჩვენებია სივრცე, რომელიც უფსკრულის თავზე მთვარდება. 

შეგახსენებთ, რომ მეშვიდე ეპიზოდის გადაღება სხვადასხვა ქვეყნებში 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო გადაღებები გადაიდო. გარდა ამისა, შემოდგომის დასაწყისში რეპეტიციის დროს, რთული ილეთის შესრულებისას უბედური შემთხვევა მოხდა. გადაღებებისთვის გამოყენებულ ერთ-ერთ მოტოციკლს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა და რეკვიზიტების ნაწილი განადგურდა.

კინორეჟისორის განცხადებით, თავდაპირველად, ფილმი 2021 წლის ზაფხულში უნდა გამოსულიყო, მაგრამ გეგმები შეიცვალა და ახლა ის, სავარაუდოდ, ნოემბერში გამოვა.