შოტლანდიაში ჩანჩქერმა მიმართულება შეიცვალა და ცაში აიჭრა - VIDEO

შტორმმა "კიარამ"  შოტლანდიას გადაუარა. სტიქიას წყალდიდობა და პრობლემები არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში გამოიწვია.

ამ მოვლენის დროს კი უცნაური მომენტი - "Campsie Fells-ის" უკუღმა, ცაში ამავალი ჩანჩქერი დაფიქსირდა, რომელიც თვითმხილველმა დერეკ ფაბელმა გლაზგოსთან ახლოს მდებარე გორაკიდან შეამჩნია, ვიდეო გადაუღო და "ტვიტერში" ატვირთა.  

ძლიერი ქარისა და გადაუღებელი წვიმების შედეგად, რომელიც ევროპაში შტორმ "კიარას" ახლდა თან, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.