შტაინმაიერი: გერმანიამ ებრაელების სიცოცხლე უნდა დაიცვას

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქალაქ ჰალეში ის სინაგოგა მოინახულა, სადაც გუშინ თავდასხმა მოხდა. ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაიჭრა.

„გერმანელები ექსტრემიზმს ერთად უნდა აღუდგნენ წინ და ებრაელების სიცოცხლე დაიცვან“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ფაქტს შტაინმაიერმა სამარცხვინო და უღირსი უწოდა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც გერმანიამ პასუხისმგებლობა აიღო ებრაელების უსაფრთხოებაზე, უნდა დაიცვას მათი სიცოცხლე.

გერმანიის ქალაქ ჰალეში დაუდგენელმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გუშინ გაუხსნეს.  ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლა ლანდსბერგშიც ისმოდა