სომხეთის მიერ განჯაზე სარაკეტო თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ქალაქ განჯის ცენტრალური დასახლებების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ცხედარი ამოიღეს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განჯის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა შორის 4 არასრულწლოვანია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ჰიკმეთ ჰაჯიევის ინფორმაციით, განჯა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით SCUD/Elbrus დაბომბეს. აქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია 13 გარდაცვლილის შესახებ.