სომხეთის მიერ განჯის დაბომბვას სამი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განჯის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა შორის 3 არასრულწლოვანია.

ამავე უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 5 მცირეწლოვანია. 2 ბავშვი ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. 

აზერბაიჯანის ქალაქ განჯას ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებების სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 45 ადამიანი დაშავდა.