გერმანიის ქალაქ ჰალეს გარდა, სადაც დაუდგენელმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს, სროლის ხმა ლანდსბერგშიც ისმოდა, რომელის ჰალედან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
საინფორმაციო სააგენტო dpa-ის ინფორმაციით, ფაქტს პოლიცია ადასტურებს.
გერმანიის ქალაქ ჰალეში დაუდგენელმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია.