სამხრეთ კორეაში ტაიფუნ ,,მიტაგის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ტაიფუნ ,,მიტაგის“ შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 6 დაკარგულია. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, 48,670 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ტაიფუნმა „მიტაგმა“ სამხრეთ კორეის სანაპიროებს დღეს გადაუარა.