ტანზანიის ლიდერის პანაშვიდზე ჭყლეტაში 45 ადამიანი დაიღუპა

ტანზანიის პრეზიდენტის, ჯონ მაგუფულისთან გამოსამშვიდობებელ პანაშვიდზე ჭყლეტაში, სულ მცირე, 45 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Citizen ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიდევ 37 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ პომბე მაგუფული 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული. თავად მაგიფულის COVID-19-ის არსებობის არ სჯეროდა და მასთან საბრძოლველად ლოცვებისკენ მოუწოდებდა.