თავში

ტანზანიის პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

​ტანზანიის პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა
ტანზანიის პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ პომბე მაგუფული 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 61 წლის ჯონ პომბე მაგუფული, ზედმეტსახელად „ბულდოზერი“, ორი კვირის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. როგორც მედია ვარაუდობს, ის COVID-19 ით გარდაიცვალა.

ამასთან Deutsche Welle წერს, რომ ჯონ პომბე მაგუფული კორონავირუსის მიმართ სკეპიციზმით გამოირჩეოდა. ერთხელ მან განაცხადა, რომ კორონავირუსზე გამოსაკვლევად ფარულად პაპაიასა და თხის ნიმუშები გაგზავნა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ტანზანიამ შეწყვიტა კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების სტატისტიკის გამოქვეყნება.

ამასთან, პრეზიდენტი მაგუფული ტანზანიაში "ლოქდაუნის“ გამოცხადების წინააღმდეგი გამოდიოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system