Tesla-ს აქციები 5%-ით შემცირდა

Tesla-ს აქციების ფასი  5,3%-ით დაეცა, მას შემდეგ, რაც კომპანიის შეკვეთები მსოფლიოში ელექტრომობილების უდიდეს ბაზარზე თითქმის განახევრდა.

ჩინეთის მიერ Tesla-ს შეკვეთები აპრილში დაახლოებით 18,000-ს შეადგენდა. მაისში კი  9,800-მდე შემცირდა. 

Tesla-ს აქციების ვარდნის პარალელურად, ილონ მასკის კაპიტალი  $ 145.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.  მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში იგი მესამე ადგილს იკავებს.

მილიარდერ ბიზნესმენს, ილონ მასკს Tesla-ს რესტორნების გახსნა სურს.