"The Last of Us" სამაგიდო თამაშად იქცევა

სტუდია "Naughty Dog-ის" "ტვიტერში" გაჩნდა შეტყობინება, რომ საშინელებათა ისტორიის "The Last of Us" მოტივებზე სამაგიდო თამაში იქმნება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა ის.

"ჩვენი სიყვარული თამაშებისადმი - კომპტიუტერული, ბანქოს, სამაგიდო და ა.შ. - უსაზღვროა და ჩვენ მოხარულები ვართ "The Last of Us-ის" პერსონაჟებისა და სამყაროს სამაგიდო ფორმატში ადაპტაციით. მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მოუთმენლად ველოდებით მომენტს, როდესაც თქვენთვის დამატებითი ინფორმაციის გაზიარებას შევძლებთ", - აღნიშნულია სტუდიის განცხადებაში.

8 ივნისს ცნობილი გახდა, "The Last of Us“ თამაშის სერიალის საცდელი ვერსია მუშავდება.