ტომ ჰენქსი კორონავირუსის ვაქცინისთვის სისხლს ჩააბარებს

მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე კორონავირუსის ვაქცინის წარმოების დასახმარებლად სისხლის დონორები გახდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "Independent "ავრცელებს. 

სისხლში კორონავირუსის გადატანის შემდეგ არსებულმა ანტისხეულებმა, შესაძლოა, მეცნიერებს ვაქცინის შექმნაში დიდი სამსახური გაუწიონ.  

ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენქსსა და მის მეუღლეს, რიტა ვილსონს კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა. ამის შესახებ "ტვიტერში" თავად ვარსკვლავმა დაწერა.

წყვილმა საავადმყოფო 17 მარტს დატოვა.