თავში

ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ

ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ
ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ

ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენქსსა და მის მეუღლეს, რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "ტვიტერში" თავად ვარსკვლავი წერს. ამჟამად წყვილი ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში იმყოფება.

"გამარჯობა მეგობრებო, რიტა და მე ახლა აქ, ავსტრალიაში ვართ. ჩვენ თავი ოდნავ დაღლილად, გაციებულად ვიგრძენით, კიდევ სხეულში ტკივილი გაგვიჩნდა. რიტას პერიოდულად აჟრიალებდა. იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდეს, რაც ახლა აუცილებელია, ჩვენ კორონავირუსზე გაგვსინჯეს და შედეგი დადებითი აღმოჩნდა", - დაწერა მან.

ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ახალი ფილმის გადაღებაზე ჩავიდნენ. 63 წლის მსახიობი ელვის პრესლის მენეჯერის, ტომ პარკერის როლს თამაშობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system