ციკლონმა ინდოეთსა და ბანგლადეშში 21 ადამიანი იმსხვერპლა

აღმოსავლეთ ინდოეთსა და ბანგლადეშის სანაპიროებზე, ძლიერი ციკლონის გააქტიურების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

"ციკლონმა ელექტროენერგიის მიწოდებას შეუქმნა პრობლემა და დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყანას. სანაპირო ზონებში საცხოვრებელი კორპუსები, ხიდები და სხვა ნაგებობები განადგურდა. ზარალის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდება," -განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ციკლონმა უფრო დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ვიდრე პანდემიამ.

ცილკონმა „ამფანმა“, რომელსაც ძლიერი წვიმა, ქარიშხალი და შტორმი მოჰყვა, გუშინ ინდოეთსა და ბანგლადეშში სახლები დაანგრია და ხეები მოგლიჯა.