ცნობილია სად გაატარებენ კარანტინს ჩინეთიდან დაბრუნებული რუსეთის მოქალაქეები

ჩინეთიდან ევაკუირებულ რუსეთის მოქალაქეებს ტიუმენში ჩაიყვანენ, სადაც მათ საკარანტინო პერიოდის გატარება სარეაბილიტაციო ცენტრში მოუწევთ.

 რუსეთის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას განაცხადებით, ჩინეთიდან ევაკუირებულ ადამიანებსი ტიუმენის ოლქში 14 დღე დარჩებიან, მისივე თქმით ქვეყნის დატოვება რუსეთის 133 მოქალაქემ გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საათობრივად იზრდება. ბოლო მონაცემებით ჩინეთში 2019-nCoV-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 20000-ზე მეტია. დაღუპულია 425 ადამიანი. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით კიდევ 21500 პირს, შესაძლოა, კორონავირუსი გამოუვლინდეს. მედიკოსებმა 622 პაციენტის განკურნება შეძლეს და საავადმყოფოდან გაწერეს.