თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვალ სოჭში შეხვდებიან

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი 22 ოქტომბერს სოჭში შეხვედრას გამართავენ და ანკარის მიერ სირიაში წარმოებულ ოპერაციას განიხილავენ. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. 17 ოქტომბერს აშშ და თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.