თურქეთმა ლიბიაში ჯარის გაგზავნა დაიწყო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლიბიაში ჯარის გაგზავნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters- ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, თურქეთი ლიბიაში სტაბილურობის დასამყარებლად ყველა დიპლომატიურ და სამხედრო შესაძლებლობას გამოიყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ჯარები ლიბიაში გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული შეთანხმების მთავრობის (Government of National Accord) ლიდერს ფაიეზ ალ-სარაჯს დაეხმარებიან.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მიზანი ლიბიაში კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერაა.