თავში

თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გააგზავნა

​თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გააგზავნა
თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გააგზავნა

თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გააგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის მიზანი ლიბიაში კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერაა.

„ჩვენი მიზანია ლიბიის კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტს სამხედრო დახმარება ლიბიის ხელმძღვანელობამ სთხოვა, რომელიც რამდენიმე წელია ამბოხებულებს ებრძვის.

შეგახსენებთ, 2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი, გაერო-სა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი ეროვნული თანხმობის მთავრობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system