თურქეთში აფეთქებას სამი სამხედრო ემსხვერპლა

თურქეთში, საქარიის პროვინციაში სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 6 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამხედროებს ფოიერვერკები გადაჰქონდათ ფაბრიკიდან, სადაც წინა პარასკევს აფეთქება მოხდა. მათ მასალების ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ.

ფოიერვერკის ფაბრიკაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 114 დაშავდა.