
თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
3 ივლისს თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა და 110 კი დაშავდა. ფაბრიკის ხელმძღვანელების თქმით, აფეთქების დროს შენობაში 150-200 ადამიანი იმყოფებოდა.
თურქეთის პოლიციამ ფოიერვერკების ფაბრიკის აფეთქების ბრალდებაში ეჭვმიტანილი სამი პირი, ქარხნის ხელმძღვანელი და ორი თანაშემწე დააკავა.