თურქეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების მესამე ფაზა დაიწყო

თურქეთში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების მესამე, ბოლო ფაზა დაიწყო. CNN Turk-ის ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

მედიის ცნობით, ვაქცინები ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის სამედიცინო თანამშრომლებმა მიიღეს. მოხალისეების ხელმეორე ვაქცინაცია 14 დღეში ჩატარდება. ცდებში მონაწილეობას 1200-1300 ადამიანი მიიღებს, შედეგების შესახებ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეცნობება.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის, შესაძლოა, მიმდინარე წლის ნოემბერში ან დეკემბერში გახდეს ხელმისაწვდომი