ვიეტნამი სტიქიური უბედურებების გამო ყოველწლიურად 11 მილიარდ დოლარს კარგავს

ბუნებრივი კატასტროფების გამო მსყიდველობითი უნარის პარიტეტში ვიეტნამი ყოველწლიურად 11 მილიარდ დოლარს კარგავს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.

უწყებას მსოფლიო ბანკის ანგარიში მოჰყავს, სადაც აღნიშნულია, რომ დანაკარგის დაახლოებით 60% ტაიფუნებითა და თანმხლები ქარიშხლებით არის გამოწვეული.

ამჟამად ინტენსიური წყალდიდობის საფრთხე ვიეტნამში დაახლოებით 11,8 მილიონ ადამიანს ემუქრება.

წითელი ჯვრის განცხადებით, მილიონობით ადამიანი ვიეტნამში ორმაგ სასიკვდილო კატასტროფას განიცდის, ქვეყანა უკვე ებრძვის კორონავირუსს და მასშტაბურ წყალდიდობას.