რეგულაციების დარღვევისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი "ბასიანი" 10 000 ლარით დააჯარიმა.
კლუბთან დაწესებულების სტუმრები არიან შეკრებილი. ადგილზე შრომის ინსპექციის გამოჩენას მათი ხმაური მოჰყვა.
კლუბის წარმომადგენლებმა ადგილზე საპროტესტო ბანერები მიიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს დაგეგმილ ღონისძიებას მაინც ჩაატარებენ.
ცნობისთვის, დღეს შრომის ინსპექციამ დაგეგმილი ღონისძიებების პრევენციის მიზნით თბილისის ღამის კლუბები დალუქა.