თავში

ვითარება თბილისის ღამის კლუბებთან

ვითარება თბილისის ღამის კლუბებთან
ვითარება თბილისის ღამის კლუბებთან

შრომის ინსპექციამ დღეს თბილისის ღამის კლუბები დალუქა. ამ დროისთვის დალუქული არ არის მხოლოდ კლუბი "ბასიანი".  

"ბასიანის" წარმომადეგნელბი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ამ წუთებში კლუბის შესასვლელთან შეკრებილ ადამიანებთან ერთად აქციას მართავენი. ისინი შრომის ინსპექციის წარმომადგენელს ტერიტორიის დალუქვის უფლებას არ აძლევენ.

დაწესებულების დამფუძნებლის თქმით, მათ საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯი გასწიეს იმისთვის, რომ ღონისძიებაზე ყველანაირი რეგულაცია ზედმიწევნით ყოფილიყო შესრულებული, რაც პროტოკოლით იყო გათვალისწინებული.

ნაჯა ორაშვილმა ობიექტის შესასვლელთან საპროტესტო შინაარსის ტრანსფარანტები მიიტანა. მისი თქმით, დაკავების ფასადაც, რომ დაუჯდეს, ის დღეს ჩანიშნულ ღონისძიებას არ გააუქმებს.

"ახლა მიმდინარეობს დალუქვის პროცესი, თუმცა ვეწინააღმდეგები, თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს. ერთადერთი გამოსავალი იყო ამ სივრცეების გახსნა. ამაზე ვიმუშავეთ, დავდეთ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული კვლევები, მაგრამ გამოდის, რომ სახელმწიფოსთვის უსაფრთხოება და ხალხზე ზრუნვა არაა ამოსავალი. ეს არის საკლუბო სივრცეების დაშინება, შანტაჟი და განადგურება. პირადად მე ვიყავი ჩართული გამოსავლის ძიებაში ეს ექვსი თვე. დავაყენეთ მთველი კამერები, ყველაფერი, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, გავწიეთ ძალიან დიდი ხარჯები... ამ ეტაპზე ფიზიკურად გვაქვს დასაცავი სივრცე და გეგმებზე ვერ ვისაუბრებთ," - ამბობს ნაჯა ორაშვილი.

ღამის კლუბის დალუქვას აპროტესტებს "ბასიანის" კიდევ ერთი წარმომადგენელი. ის ამბობს, რომ კლუბში ყველანაირი შესაბამისი კოვიდრეგულაცია დაცულია და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეძლევათ საშუალება, განაგრძონ ფუნქციონირება.

"დაათვალიერეს მთელი სივრცე და თვითონვე იყვნენ გაკვირვებულები, როგორ დაცული იყო და როგორ ზედმიწევნით კარგად იყო შესრულებული ყველანაირი რეგულაცია, რაც კი ჩვენითვე შევიმუშავეთ და აქედან პირდაღებულები გავიდნენ, მახსოვს მათი სახეები. ახლა ვინაიდან, ძალების თამაში მიდის და რაღაც აბსურდული დავალებები აქვთ, ვითომ 17-ში რომ ივენთი ჩავატარეთ, ეგ იყო დარღვევა და იმის საფუძველზე მოდიან და ახლა გვლუქავენ, რაც არის აბსურდი," - ამბობს ღამის კლუბის წარმომადგენელი.

ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, ადგილზე იმყოფებიან შრომის ინსპექციის წარმომადგენლებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system