ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში სპეცოპერაცია დასრულებულია. 

სამართალდამცველებმა "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი უკვე დააკავეს.

ის შენობიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ გაიყვანეს.

მანამდე კი, "საქართველოს ბანკის" შენობა დატოვეს მძევლებმა.

ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა.