თავში

ერთ-ერთი მძევალი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ერთ-ერთი მძევალი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ერთ-ერთი მძევალი საავადმყოფოში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა. 

ერთ-ერთი მძევალი კი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელისგან თავის დახსნა მანამდე მოახერხა, შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ყვარელში სპეცრაზმია მობილიზებული. შეიარაღებული თავდამსხმელი კვლავ ბანკის შენობაში იმყოფება.

ცნობისთვის, ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system