ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ინციდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა. ინციდენტიდან მალევე შსს-მ სამი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.