CAREC-ი ტვირთბრუნვით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უბანია

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის, CAREC-ის, (Central Asian Regional Economic Cooperation)  უმეტესობა ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (Logistics Performance Index - LPI) მაჩვენებელი დაბალია. CAREC-ის წევრი 11 ქვეყნიდან რვა 167 ქვეყნისაგან შედგენილ ჯგუფში მე-100 ადგილს ქვემოთ იკავებს პოზიციას, და მხოლოდ 3 ქვეყანაა ზემოთ: ჩინეთი (27-ე ადგილი), ყაზახეთი (77) და პაკისტანი (95). ამის შესახებ აღნიშნულია "აბრეშუმის გზის" შესახებ ბოლო საერთაშორისო კვლევაში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ცენტრალური აზია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უბანია, სადაც ტვირთნაკადების მოცულობა ორნიშნა რიცხვით იზრდება. 

"ზოგიერთი პერსპექტიული კვლევები წინასწარმეტყველებენ, რომ ტვირთნაკადები გარკვეულ დერეფნებში შეიძლება სამჯერ გაიზარდოს 2050 წლისათვის, კერძოდ, სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები ევროპასა და ჩინეთს შორის, რომელიც 2010 წელს 7000 TEU-ზე ნაკლებს შეადგენდა, გაიზარდა 150000 TEU-მდე 2016 წელს და 300000 TEU-ს გადაამეტა 2019 წელს. მატარებლების რაოდენობა ევრაზიის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების სექტორში 308-დან 2014 წელს 4400-მდე გაიზარდა 2018 წელს (UIC 2020). ევროპასა და ჩინეთს შორის სატვირთო გადაზიდვების დაახლოებით 98 % ჯერჯერობით სრულდება ზღვით. მაგრამ ტვირთების მოცულობა, რომელიც თავისი ბუნების და დროის მიმართ მგრძნობიარობიდან გამომდინარე შეიძლება საზღვაო ტრანსპორტიდან გადაერთოს სარკინიგზო ტრანსპორტზე აზიისა და ევროპის მაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის გავლით, ევრაზიის განვითარების ბანკის შეფასებით შეადგენს 5.4 მილიონ TEU-ს. ჩინეთსა და ევროპას შორის სახმელეთო გზით გადასაზიდი ტვირთების მოცულობის დაახლოებით 70 % გაივლის ყაზახეთსა და ჩინეთს შორის არსებულ ორი სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, და მხოლოდ 30 %-ს ემსახურება ტრანს-ციმბირის და/ან ტრანს-მონღოლეთის სარკინიგზო ხაზი. მაგრამ, რუსეთის ფედერაციის რკინიგზა აგრეთვე დაკავებულია გადაზიდვებით იაპონიიდან და კორეის რესპუბლიკიდან ევროპაში და უკუმიმართულებით," - აღნიშნულია კვლევაში. 

აქვე განმარტებულია, რომ CAREC-ის ქვეყნებში მოცემულ მომენტში ინფარსტრუქტურის განვითარების სფეროში არსებული გეგმები სავარაუდოდ გააუმჯობესებს დაკავშირებულობას და ქმედითობას, თუმცა შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს მომავალში მთელი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. 

"ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვა და პრაქტიკა CAREC-ის უმეტესობა ქვეყნებში ხასიათდება გარკვეული ნაკლოვანებებით და მასზე გავლეას ახდენს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რესურსების არაკეთილგონივრული გადანაწილება," - ვკითხულობთ მიმოხულვაში. 

შეგახსენებთ,CAREC-ის დერეფნის გაციფრულება გაზრდის ამ დერეფნის პოტენციალს. CAREC-ის დერეფანში საქართველო-აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო ციფრული პლატფორმა იქმნება. 

ქართული მხარის განმარტებით, ციფრულ ინტეგრაციას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში. 

CAREC-ის წევრი 11 ქვეყნის სარკინიგზო სისტემებს იკვლევენ.  პროექტს "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს. სამუშაო ჯგუფმა სარკინიგზო სფეროში (Railway Working Group) შეიმუშავა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია 2017-2030 წლებში. ამავე ჯგუფმა აამოქმედა პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა“ (technical assistance - TA), რომელიც მოცემულ მომენტში ხორციელდება. 

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის, CAREC-ის, (Central Asian Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნებია: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, და უზბეკეთი. საქართველო CAREC-ის რეგიონული ორგანიზაციის წევრია 2016 წლის ოქტომბრიდან.