2020 წლის 21 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1915 შეადგინა.
სავალუტო ბაზრისთვის დოლარის მიწოდებას, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასასტაბილურებლად ცდილობს.
შეგახსენებთ, ლარის კურსის დასაჭერად მიმდინარე წლის 4 თვეში 120 მილიონი დოლარი გაყიდა.
სებმა 13 მარტს შიდა სავალუტო ბაზარს 20 მილიონი, 19 მარტს 40 მილიონი,ამდენივე 25 მარტს და 28 აპრილს კვლავ 20 მილიონი დოლარი მიაწოდა.
მაისში სებ-ს სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია.
გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და, როგორც ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა.
სებ-ის განმარტებით, სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს.