თავში

სებ-მა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

სებ-მა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
სებ-მა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა.

შეგახსენებთ, სავალუტო ინტერვენციებს სები მიმდინარე წელს უკვე მესამედ ახორციელებს.

ის შიდა სავალუტო ბაზარს დოლარს აწოდებს, რადგან შეამციროს ლარის ჭარბი ოდენობა, რითაც ეროვნული ვალუტის კურსი უნდა დასტაბილურდეს.

შეგახსენებთ, ამჟამად(17:35 PM საათზე) Bloomberg-ზე 1 დოლარი ‭3.4900 ლარად ივაჭრება.

ცნობისთვის, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 40 მილიონი დოლარის ბაზარზე გამოტანა ლარს ვერ უშველის. მათი თქმით, სებ-მა ბაზარს ლარის კურსის დასაჭერად მინიმუმ 60 მილიონი დოლარი უნდა მიაწოდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system