თავში

ეშველება თუ არა ლარს

ეშველება თუ არა ლარს
ეშველება თუ არა ლარს

დღეს სავალუტო ბაზრის მხარდასაჭერად და ლარის კურსის "დასაჭერად", საქართველოს ეროვნული ბანკი აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლარის დასახმარებლად 40 მილიონი დოლარის ბაზარზე გამოტანა საკმარისი არ იქნება.

"სებმა დღევანდელი ინტერვენციის მოცულობა მინიმუმ 60 მილიონამდე უნდა გაზარდოს. ერთხელ მაინც მოგვისმინონ. ინტერვენცია უნდა იყოს დროული და მოცულობითი. ინექცია ავადმყოფმა უნდა მიიღოს დროულად და დოზირებულად, და არა დაგვიანებული და ნაკლული," - გვეუბნება ეკონომიკის დოქტორი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე პრეზიდენტი, ნიკა შენგელია და დასძენს, რომ ეროვნული ბანკი, თითქმის ყოველთვის აგვიანებს სავალუტო ინტერვენციებს.

შეგახსენებთ, დღევანდელი სავალუტო ინტერვენცია იქნება მესამე მცდელობა ერონული ბანკის მხრიდან, დაეხმაროს ეროვნულ ვალუტას წონასწორობის ნიშნულის პოვნაში. ერობნულმა ბანკმა 19 მარტს 40 მილიონი დოლარი, ხოლო 13 მარტს 20 მილიონი დოლარი, ჯამში 60 მილიონი აშშ დოლარი, გაყიდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4494 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.7436 ლარადაა შესაძლებელი. 

ამ მომენტისთვის(10:20 AM) Bloomberg-ზე 1 დოლარი ‭3.4777 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system