თავში

ხვალ ეროვნული ბანკი აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ხვალ ეროვნული ბანკი აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის
ხვალ ეროვნული ბანკი აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული ბანკიდამ აცნობეს.

ქვეყნის მთავარ ბანკში განმარტავენ, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

"კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ­­ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით," - ნათქვამია ერონული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხვალინდელი სავალუტო ინტერვენცია იქნება მესამე მცდელობა ერონული ბანკის მხრიდან, დაეხმაროს ეროვნულ ვალუტას წონასწორობის ნიშნულის პოვნაში.

ერობნულმა ბანკმა 19 მარტს 40 მილიონი დოლარი, ხოლო 13 მარტს 20 მილიონი დოლარი, ჯამში 60 მილიონი აშშ დოლარი, გაყიდა.

ამ მომენტისთვის(16:50 საათი) Bloomberg-ზე 1 დოლარი ‭3.4900 ლარად ივაჭრება. დღეს დილით სავალუტო ბირჟაზე ვაჭრაობა 3.3438 -ის ნიშნულიდან დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system