თავში

სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 27 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა.

"ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით," - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და, როგორც ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. 

სებ-ის განმარტებით, სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system