იანვარში რუბლმა რეგიონის ვალუტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

რეგიონის ვალუტებს იანვარში განსხვავებული ტენდენციები ქონდათ.  იანვარში რუბლმა რეგიონის სხვა ვალუტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და 1.8%-ით გაუფასურდა.

ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ობლიგაციების რეგიონული ბაზრის მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიზედვით, თებერვლის დასაწყისში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თებერვლის განმავლობაში სავალუტო ინტერვენციების განახევრების გადაწყვეტილება მიიღო ($1.4 მლრდ-დან $0.6 მლრდ-მდე). შემცირება ნავთობის ექსპორტის შემცირების პარალელურად ხდება (-15-20% თვეში, რათა მოხდეს ადგილობრივი მარაგების შევსება). 

თურქულმა ლირამ იანვარში გამყარება გააგრძელა და გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 7.30-მდე გამყარდა, რაც 2020 წლის აგვისტოს მერე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

იანვარში გამყარების მიუხედავად (0.8%), სომხური დრამი თითქმის 7%-ით გაუფასურებული რჩება 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილი ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25სპ-ით გაზარდა 5.5%-მდე.

შეგახსენებთ, 2021 წელს რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოში, უზბეკეთსა და თურქეთშია მოსალოდნელი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა მთელს რეგიონიში ყველაზე სწრაფი ტემპით 5.5%-ით გაიზრდება.  აზერბაიჯანში წელს ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება. თურქეთში საინვესტიოციო ბანკი ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს, სომხეთში 2.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები, ხოლო რუსეთში ეკონომიკის 3.4%-ით მატებას პროგნოზირებენ. უფრო გრძელვადიანი პროგნოზით, 2020 წლიდან, რუსეთის ეკონომიკა რეცესიიდან უძრაობაში გადაინაცვლებს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმა გათვლილია უახლოეს 4-5 წელზე, რომელიც გულისხმობს გამართლდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით იყოს კვლავაც ლიდერი.