თავში

რუსეთის ეკონომიკა რეცესიიდან უძრაობაში გადაინაცვლებს

რუსეთის ეკონომიკა რეცესიიდან უძრაობაში გადაინაცვლებს
რუსეთის ეკონომიკა  რეცესიიდან უძრაობაში გადაინაცვლებს

რუსეთი გამოვა პანდემიით გამოწვეული რეცესიიდან, თუმცა დაუბრუნდება "უძრაობის" ხანას. 2021 წელს ეკონომიკა გაიზრდება 3 %-ით, 2022 წელს - 2.7 %-ით, მაგრამ შემდეგ ის ვერ გასცდება 1.2 %-ს, - ასე თვლის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch. 

ორგანიზაციის აზრით, აშშ სანქციებს არ დაუწესებს რუსეთს უახლოეს დროში, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციას დასჭირდება დრო პოლიტიკის შემუშავებისთვის, რომელიც იქნება უფრო თანამიმდევრული, და საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული.

ცნობისთვის, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა არა პირდაპირ, თუმცა ირიბ რეზონანს იძლევა საქართველოშიც. მოგეხსენებათ, ორ ქვეყანას შორის "მტრული პოლიტიკური ურთიერთობის" მიუხედავად, ჩრდილო მეზობელი მაინც პირველ ხუთეულშია ექპორტ-იმპორტის, ფულადი გზავნილების მიმართულებით.

გარდა ამისა, მას დიდი გავლენა აქვს რეგიონის ეკონომიკაზე. რუსეთს აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან.

ეს ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ენერგომომწოდებელია, აზერბაიჯანთან ერთად.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20%-ი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში 12-წლიანი დავა მოუგო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართულმა მხარემ სასამართლოს 700-მდე მტკიცებულება წარუდგინა. სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა.

" სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის,
"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება, ზიანის ანაზღაურებას, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვთ.

შეგახსენებთ, 1საქართველომ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და ის სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system