იაპონური ინდექსები გაიზარდა

"იაპონია, რომლის საფონდო ბირჟები უფრო მეტადაა დაკავშირებული ამერიკისა და ევროპის ფინანსურ ბაზრებთან, მარტის პირველ ნახევარში გაიზარდა," - ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, Nikkei 225 ინდექსმა 2.8%-იანი ზრდა აჩვენა.

ცნობისთვის, 2021 წლის თებერვლის პირველ ნახევარში აზიური აქციების ფასები გაიზარდა, უფრო კონკრეტულად, იაპონიის Nikkei 225 კი 8.8%-ით გაიზარდა და 1991 წლის შემდეგ პირველად გადასცდა 30,000-ის ნიშნულს. გლობალური ბაზრის ანალიტიკოსბემა ეს მაშინ იმით ახსნეს, რომ 2020 წლის მე-4 კვარტალში ქვეყანას კარგი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და კოვიდის შემთხვევების შემცირებამაც შეუწყო ხელი  იაპონური ინდექსების ზრდას.

2021 წლის იანვრის მეორე ნახევარში აზიური აქციების ფასები 2-3%-ის ფარგლებში შემცირდა.