ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილურობას ელიან

იანვრის მეორე ნახევარში ნავთობის ფასების ზრდა გაგრძელდა და თებერვლის პირველ დღეებში Brent–ის ნავთობის ფასმა 12 თვის მაქსიმუმს, ბარელზე $57-ს მიაღწია, ხოლო WTI–ს ნავთობის ფასები ძირითადად უცვლელი დარჩა. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასების ზრდას ხელს უწყობს OPEC–ის ქვეყნების მხრიდან წარმოების დაბალი მოცულობები. 

მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთის მიერ წარმოების ნებაყოფლობით შემცირება (დღეში 1 მილიონი ბარელით) 2021 წლის თებერვლიდან დაიწყება და აპრილამდე გაგრძელდება, რაც, ანალიტიკოსების მტკიცებით,  ნავთობის ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, 2020 წელს, ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4-4.3% ფაგლებში შემცირდა. 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების შეფერხებამ ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მერყეობა გამოიწვია. 

"მოთხოვნის შოკის შედეგად მსოფლიოში ნავთობის ფასები 2020 წლის აპრილში რეკორდულ ნიშნულზე -$37-მდე დაეცა. თუმცა, ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მიერ წარმოების შემცირებამ ნავთობის ფასები მალევე $30-40 ნიშნულზე დააბრუნა. 2020 წლის ბოლოსთვის გაუმჯებესებული მოლოდინების შედეგად ნავთობის ფასმა (WTI) $50-ს მიაღწია," - ვკითხულობთ ანგარიშში. 

2020 წლის მარტის შემდეგWTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს პირველად 2021 წლის იანვარში გადააჭარბა .  ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ვაქცინისა და სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებულმა სიახლეებმა. ასევე მოულოდნელი იყო საუდის არაბეთის მხრიდან წარმოების მოცულობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება (თებერვალ-მარტში წარმოება დღეში 1 მლნ ბარელით შემცირდება).

ნოემბერში ნავთობის ფასის ზრდა სპეციალისტებმა ეკონომიკების გახსნისა და გაუმჯობესებული მოლოდინით ახსნეს.

შეგახსენებთ, ოქტომბერში ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა.