რა ფასები ჩამოყალიბდა ბინებზე თბილისში პანდემიურ წელს

„აისეტის“  2020 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების  გასაყიდი საშუალო ფასი ზოგადად - 2 896 ლარი იყო. პანდემიურ წელს ყველაზე ძვირი  4 323 ლარი საცხოვრებელი ბინები  იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი, 998 ლარი, ლილოში. 

შარშან უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი, უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

„აისეტის“ მიხედვით, თბილისში პანდემიური წლის აპრილ-ივნისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი 6.7%-ით შემცირდა, თუმცა ზაფხულიდან წლის ბოლომდე ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. შარშან, წინა წელთან, 2019 წელთან შედარებით, 29.4%-ით შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვების რიცხვი საქართველოში.

შეგახსენებთ, report.ge-მ უკვე გაგაცნოთ, თბილისის რომელ უბანშია ყველაზე იაფი ბინის ყიდვა და რომელია ყველაზე ძვირი უბნები.  გამოვიკვლიეთ ასევე დედაქალაქის რომელ უბნებშია ყველაზე ძვირადღირებული კერძო სახლები და სად შეგიძლიათ კერძო სახლის შეძენა ყველაზე იაფად.