რეგიონულ სუვერენულ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა შემცირდა

"რეგიონულ სუვერენულ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა 2021 წლის აპრილში შემცირდა, თანაც ობლიგაციების შემოსავლიანობა და ფასი უკუპროპორციულია," - ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ობლიგაციების რეგიონული ბაზრის აპრილის მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, საქართველოს ახალი ევროობლიგაცია (GEORGIA 26), რომლის შემოსავლიანობა თავდაპირველად 2.875%-ად განისაზღვრა, აპრილის ბოლოსთვის 2.61% შეადგინა, რაც ინვესტორების მხრიდან მაღალ ინტერესზე მიუთითებს. 

სხვა რეგიონულ ევროობლიგაციებს შორის, საუკეთესო მაჩვენებელი TURKEY 26-მა აჩვენა და შემოსავლიანობა 66.5სპ-ით შემცირდა. 

"აპრილში ასევე კარგი შედეგი აჩვენეს UZBEK 24 და BELARUS 27-მა, რომელთა შემოსავლიანობა, შესაბამისად 43.4სპ-ით და 31.3სპ-ით შემცირდა. აპრილში ასევე შემცირდა შემოსავლიანობა რეგიონის სხვა ევროობლიგაციებზე 10-20სპ-ის დიაპაზონში. აპრილში ყველაზე ცუდი შედეგეგი უკრაინის ევროობლიგაციამ აჩვენა, რაც გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებს უკავშირდება. UKRAINE 26-ის შემოსავლიანობა აპრილში 9სპ-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ევროობლიგაციებმა აპრილში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს, რასაც მოწმობს აშშ-ს შესაბამის სახაზინო ობლიგაციებთან არსებული სპრედების შემცირებაც (აპრილის თვეში სპრედები შემცირდა 5-55სპ-ის ფარგლებში)," - აღნიშნულია მიმოხილვაში.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ფასი გაიზარდა. საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით საუკეთესო ათეულშია მეშვიდე ადგილს იჭერს, კონომიკური თავისუფლების ინდექსით ქვეყანა ძირთადად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაშია და მეთორმეტე ადგილს იჭეერს, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველო 74-ე ადგილზეა. საქართველოს საკრედიტო რისკი გაუმჯობესებულია.