თავში

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ფასი გაიზარდა

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ფასი გაიზარდა
საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ფასი გაიზარდა

გასულ კვირას (3-8 მაისი) საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 2.99%-იანი შემოსავლიანობით, ფასით 106.38 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით).  ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) ვაჭრობა დაიხურა ფასით 101.40 (+0.04% წინა კვირასთან შედარებით), 5.58%-იანი შემოსავლიანობით. 

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 105.90 ფასად (+0.07% წინა კვირასთან შედარებით), 2.58%- იანი შემოსავლიანობით. 

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 100.77 (+0.14% წინა კვირასთან შედარებით), 2.58%- იანი შემოსავლიანობით.

რაც შეეხება, საქართველოს საერთაშორისო და საკრედიტო რეიტინგებს, ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით საუკეთესო ათეულშია მეშვიდე ადგილს იჭერს, კონომიკური თავისუფლების ინდექსით ქვეყანა ძირთადად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაშია და მეთორმეტე ადგილს იჭეერს, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველო 74-ე ადგილზეა. 

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ამჟამად ასე გამოიყურება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system