როგორ იზარალა ტურიზმმა პანდემიით

2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო, რაც საქართველოსთვის, როგორც პატარა ეკონომიკისთვის, ძალიან დიდი დარტყმაა. 

ტურისტული სექტორის შემოსავლები ბოლო 2 წლიან ჭრილში ასეთია:

ტურიზმი ეროვნული შემოსავლის უმსხვილესი წყარია, ამიტომაც სწორედ მის აღდგენაზეა დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, თუ 2021 წლის მეორე ნახევარში ტურიზმი სექტორი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებაა მოსალოდნელი და ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 4%-ი ფარგლებში გაიზრდება, ხოლო თუ ტურიზმი საერთოდ ვერ არდგა, ეკონომიკა მხოლოდ 1%-ის ფარგლებში გაიზრდება.

სპეციალისტების განმარტებით, ჩაკეტილი საზღვრებით ეკონომიკამ დაკარგა 9-მილიონიანი ტურისტუული ბაზარი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სახით. ეკონომისტების მტკიცებით, ტურიზმის სექტორის კომბინირებული წილი, ქვეყნის მშპ-ში მომიჯნავე მომსახურებისა თუ სარესტორნო ბიზნესის ჩათვლით, დაახლოებით 25%-ს უტოლდება. ამიტომაც ტურიზმის კლება ეკონომიკის თითქმის ყველა სხვა სექტორს ნეგატიურად შეეხება.