საქართველო მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს შესახებ ჟურნალ Forbes-ის სტატიას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

პრემიერი აღნიშნავს, რომ გამოცემა ახალ ნომერში აქცენტს აკეთებს საქართველოს წარმატებაზე, როგორც ტურისტული ისე საინვესტიციო მიმართულებით.

„ჟურნალი Forbes-ი ახალ ნომერში აქცენტს აკეთებს საქართველოს წარმატებაზე, რომელიც უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებაში და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაში გამოიხატება“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, ,,ფორბსი" საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით ,,პანდემიის მიუხედავად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა საქართველოში ჩატარდა“.

სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე.