თავში

FORBES-ი საქართველოს ტურიზმის წარმატებაზე წერს

FORBES-ი საქართველოს ტურიზმის წარმატებაზე წერს
FORBES-ი საქართველოს ტურიზმის წარმატებაზე წერს

,,ფორბსი" საქართველოზე სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით ,,პანდემიის მიუხედავად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა საქართველოში ჩატარდა“.

სტატიაშია აღნიშნულია, რომ საქართველო ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ ორი მიზნით შეირჩა: პირველი ის, რომ საქართველო ჯერჯერობით კარგად მართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს და მეორე, ეს ღონისძიება წარმოაჩენს საქართველოს, როგორც დასავლური ორიენტაციის ქვეყანას მისწრაფებებით ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ.

ავტორის თქმით, საქართველო ასევე არის ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს.

,,ეს იყო გაეროს პირველი მასშტაბური შეხვედრა საზღვარგარეთ. ჯერჯერობით საქართველო კარგად მართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს. ეს ღონისძიება წარმოაჩენს საქართველოს, როგორც დასავლური ორიენტაციის ქვეყანას მისწრაფებებით ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, რომელიც ცდილობს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. თბილისსა და ვაშინგტონს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, საქართველო არის ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიას, მხოლოდ 2019 წელს საქართველომ უმასპინძლა 9.4 მილიონ საერთაშორისო სტუმარს“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის მიხედვით,  ტურიზმი შეადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.1%-ს. მისი თქმით, პალმებით სავსე ზღვისპირა ბათუმი წარმოადგენს გლობალური მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების ისტორიას უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. 

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს გლობალური ტურიზმის პროგნოზებზე და წერს, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ თავისი შეხვედრის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს ტურიზმის, როგორც გლობალური ვაჭრობის მამოძრავებელ ძალის მნიშვნელობას.

,,გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრის ბოლო მონაცემებით, 2020 წლის 1-ელ ნახევარში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 65%-ით იკლო. რაც შეეხება საქართველოს, ტურიზმი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.1%-ს. პალმებით სავსე ზღვისპირა ბათუმი წარმოადგენს გლობალური მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების ისტორიას უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. აქ Sheraton და Hilton სასტუმროს ნომრების ფასები დღე-ღამეში 300 დოლარს აღემატება. ყოველივე ეს კი ნიშნავს მნიშვნელოვან შემოსავალს პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ ჩაატარა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ თავისი შეხვედრა საქართველოში, რათა ხაზი გაუსვას ტურიზმს, როგორც გლობალური ვაჭრობის მამოძრავებელ ძალას. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სესია დაიხურა და, რამდენადაც ცნობილია, არცერთი დიპლომატი თუ თარჯიმანი არ დაინფიცირდა. ეს არის ბიზნესსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის და გონივრული ზრუნვისა და სტრატეგიების თანაარსებობის კარგი მაგალითი“, - წერს ,,ფორბსი“.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო, თავისი მთებისა და შავიზღვისპირა პლიაჟების წყალობით, იქცევა მსოფლიო დონის ტურისტულ ცენტრად და გურმანები მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ ადგილობრივ სამზარეულოს, ხოლო ქვეყნის მეღვინეობის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. სტატიის ავტორი ამბობს, რომ საქართველო არ არის აქციების ინდივიდუალური ბროკერების ბაზარი და ეს ბაზარი განკუთვნილია ფასიანი ქაღალდების სფეროს წამყვანი ინსტიტუტებისთვის, უფრო კონკრეტულად კი - კორპორატიული ინვესტორებისთვის.

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაც. აღნიშნულია, რომ პორტების წყალობით, იზრდება საქართველოს წვდომა გლობალურ ეკონომიკაზე და ქვეყანა იქცევა კარიბჭედ ევრაზიის გულში განლაგებული, ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system