საქართველოში ფულადი გზავნილებით რუსეთი პირველ ადგილზეა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.

შეგახსენებთ, საქართველოს განვითარებადი ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია დამოკიდებულება უცხოეთიდან შრომითი მიგრანტების ფულად გზავნილებზე, რომელთა მოცულობა ქვეყნის მშპ-ის 10 პროცენტს აღწევს (2019). სპეციალისტების შეფასებით, ფულად გზავნილებზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკისთვის სარისკოა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი სახსრები ავსებს. საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა