თავში

საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა

საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა
საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი სახსრები ავსებს. ბანკის პროგნოზით, COVID-19-ის მიერ შექმნილი კრიზისი კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფულადი გზავნილების შემცირების რისკსაც წარმოშობს. ამიტომაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქვეყანაში გზავნილების 15%-ით კლებას პროგნოზირებს. ეს კი ფულად გამოსახულებაში გზავნილების $260-მილიონიან შემცირებას ნიშნავს.

ცნობისთვის, 2020 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოში გზავნილების სახით $467.9 მლნ დოლარი გამოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით არის შემცირებული. აპრილში ყველაზე მკვეთრი ვარდნა იყო როდესაც ფულადი გზავნილები 2019 წელთან შედარებით 42.3%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან (კლება 62%); იტალიიდან (კლება 28%); საბერძნეთიდან (კლება 38%) და სხვა ქვეყნებიდან შემცირდა.

შეგახსენებთ, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. 

განახლებული პროგნოზის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 2020 წელს შემომავალი სავალუტო ნაკადების 1.8 მილიარდი დოლარით შემცირებას პროგნოზირებს. საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი კრიზისიდან გამომდინარე მშპ-ის 11%-ის მოცულობით გაიზრდება. ორგანიზაცია წერს, რომ ამ დისბალანსს საქართველო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით დაიბალანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system