სებ-მა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 16 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 შეადგინა.

წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის..

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სავალუტო ბაზარზე არსებული მერყეობა COVID-19-ის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდსაც დაუკავშირა.

ამ დრომდე სებ-მა 12 ინტერვენცია განახორციელა, რომლებზეც ჯამურად 380 მილიონი დოლარი გაყიდა. დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით კი სებ-მა 420 მილიონი დოლარი მიაწოდა სავალუტო ბაზარს.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1546 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.7521 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(16:40 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1613 ლარად ივაჭრება.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.