"სოკარის" დაფინანსებით "ბაკურიანი 2021" ჩატარდა - PHOTO

ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებითა და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დაფინანსებით,  აქტივობა - "ბაკურიანი 2021" ჩატარდა. ბაკურიანმა სამშვიდობო მისიებში და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში დაჭრილ ჯარისკაცებს და ვეტერანებს უმასპინძლა, რომლებიც ერთმანეთს ეტლი-თხილამურებით ჩემპიონატში შეეჯიბრნენ.

როგორც "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" განმარტავენ, კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავს აქტივობებს და მომავალშიც განაგრძობს ახალგაზრდულ მედია კავშირთან თანამშრომლობას.

ცნობისთვის, გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი"სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს. კომპანიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.

შეგახსენებთ, SOCAR Georgia Petroleum-მა 2020 წლის დრიფტის სერიები დაასპონსორა. მართალია, პანდემიის ფონზე, წელს დრიფტის გახსნა რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მისი გახსნა მაინც მოხერხდა. პირველი სერია ხონში უკვე ჩატარდა, მორიგი სერია კი 26-27 სექტემბერსაა დაგეგმილი.