ელექტრომობილების განვითარება, დიდი ხანია ახალ საფეხურზე გადავიდა. ელონ მასკის კომპანია, ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა სხვა ავტომწარმოებლებისთვის და მეტიც, report.ge-მ ცოტა ხნის წინ გიამბოთ, ამერიკული სტარტაპ კომპანიის შესახებ რომელიც ელექტრო სატვირთოებს ამზადებს. მას შემდეგ რაც ტესლამ, საკუთარ მსუბუქ ავტომობილებში პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა განაახლა, ჯერი მორიგ სიახლეზე მიდგა და ახლა ის წარმოადგენს ელექტრო პიკაპს, რომელიც Tesla-მ დიდი ხნის წინ დააანონსა. ეს სიახლე საავტომობილო ინდუსტრიაში კიდევ ერთი გარდამტეხი ფაქტორი უნდა გახდეს. მარსის კოლონიზაციის აბციციით ცნობილი, ელონ მასკის კომპანიის კონსტრუქტორებს აქვთ კონკრეტული ამოცანა: Tesla-ს ელექტრო პიკაპი Ford-ის F სერიის ავტომობილებზე უკეთესი იყოს. ელექტრომობილი, რომლის ხილვას ავტომოყვარულები მთელი წელი ელოდნენ, 2019 წლის ნოემბერში გამოჩნდება. ამის შესახებ თავად ილონ მასკმა განაცხადა.