ამბროლაურის პოლიციაში ინცინდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს

ამბროლაურში გუშინ მომხდარი ინცინდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.

პოლიციის განყოფილებაში უკვე იმყოფებოდა ინცინდენტში მონაწილე "ახალგაზრდა მწვანეების" წევრი.

ნიკა ღლონტი ასევე გადაიყვანეს ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშიც.

გამომძიებლის კითხვებს, რაჭის ყოფილი გუბერნატორი ოტარ სირაძე პასუხობს.

შეგახსენებთ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორი და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ სირაძე, ამბროლაურში "ახალგაზრდა მწვანეების" აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ოთარ სირაძესთან ერთად, ინციდენტში მისი ძმაც მონაწილეობდა.

სირაძესა და ახალგაზრდა აქტივისტს შორის დაპირისპირება, ონში, ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ამბავს უკავშირდება. 

მოგვიანებით ყოფილმა გუბერნატორმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მომხდარი ფაქტის გამო შეწუხებულია.